ექსკლუზივი: ინჯიას რუსული ოქრო - "შაბათის ეთერის" ჟურნალისტური გამოძიება
"შაბათის ეთერის ექსკლუზივი" - დეპუტატს, რომელმაც აგვისტოს ომის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შემქნა მოითხოვა, რუსეთის სახელმწიფოსთან პირდაპირი ბიზნესინტერესები აკავშირებს.
მოპოვებულია, პარლამენტის წევრის, ფრიდონ ინჯიას რუსული ბიზნესის დამადასტურებელი დოკუმენტები, რითაც დასტურდება, რომ პარლამენტარ ინჯიას მაგადანში ოქროს მომპოვებელი ბიზნესი აქვს.
რუსეთის სახელმწიფო რეესტრიდან მოპოვებული ამონაწერით, რომელიც 2022 წლის 2 მარტით თარიღდება, დასტურდება, რომ შპს დომინანტის 100%-იანი წილის მფლობელი საქართველოს პარლამენტის წევრია.
მეტიც, რუსეთის ერთიანი რეესტრის მონაცემებში ინჯია რუსეთის მოქალაქედ არის მითითებული. ოქროს მომპოვებელი კომპანია "დომინანტი" კი 2010 წელს არის დაფუძნებული და მისი მეწილე ფრიდონ ინჯია 2014 წლის 5 აგვისტოდან , ანუ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ხდება.
"შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული დოკუმენტებით დგინდება ისიც, რომ ფრიდონ ინჯიას კომპანია რუსეთში ოქროს მოპოვების ოფიციალური ლიცენზია აქვს. მას შეუძლია ოქროს, ვერცხლის და პლატინის ჯგუფის მეტალების მოპოვება. მასვე შეუძლია ძვირფასი ლითონების მოსაპოვებელი მანქანა-დანადგარების დამზადება და საიუველირო ნაკეთობების წარმოება. ინჯიას შეუძლია არამხოლოდ ოქროს ნაკეთობები აწარმოოს, არამედ უფლება აქვს ოქრო ზოდების სახით გამოუშვას.
"შაბათის ეთერმა" დაახლოებით 18 ლიცენზია დათვალა, რომელიც ოქროს მომპოვებელ ქალაქში საქმიანობის სხვადასხვა სფეროში ფრიდონ ინჯიას აქვს მიღებული.
ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, ფრიდონ ინჯიას რუსული ბიზნესიდან მილიონობით შემოსავალი აქვს. 2021 წელს მისი კომპანიის ბრუნვამ 14 მილიონ 886 ათასი რუბლი შეადგინა.
რა დამსახურებით შეუშვეს ფრიდონ ინჯია ოქროს რუსულ ბიზნესში და რა ბიზნს ფლობს დეპუტატი თბილისში - ნახეთ მაკა ანდრონიკაშვილის სიუჟეტში.