კობახიძე "ხალხის ძალის" ლიდერად, ღარიბაშვილი - "ოცნების" თავმჯდომარედ - ოლიგარქი ახალ სვლებს ამზადებს
ცვლილებების გაზაფხული ოლიგარქის კარზე - გადალაგების რა გეგმაზე მსჯელობენ მმართველ პარტიაში?
"ნოდარ მელაძის შაბათის" ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკური კულისებიდან ახალი ტაქტიკური სვლებისთვის ემზადება. კერძოდ, ოლიგარქი ირაკლი კობახიძეს "ხალხის ძალის" ლიდერად, ირაკლი ღარიბაშვილს - "ქართული ოცნების" თავმჯდომარედ განიხილავს.
წყარო ამბობს, რომ ირაკლი კობახიძეს "ქართული ოცნების" თავმჯდომარეობის დათმობა არ უნდა თუმცა მას ივანიშვილი უხსნის, რომ "ხალხის ძალას" პოლიტიკური ფიგურა და წონა უნდა შესძინოს.
ყველა დეტალი ნახეთ, ეკო მაღრაძის ჩართვიდან