კალაძის პუტინისტი სიძე სახელმწიფო კომპანიაშია დასაქმებული

04.03.23 21:30
კალაძის პუტინისტი სიძე სახელმწიფო კომპანიაშია დასაქმებული

დედაქალაქის მერის, კახი კალაძის პრორუსი დის ქმარი, რომელიც ღია პრორუსული განცხადებებით გამოირჩევა, პუტინს ადიდებს და უკრაინის მარცხს ელოდება, სახელმწიფი კომპანიაშია დასაქმებული.

"შაბათის ეთერისთვის" მიწოდებული ინფორმაციით, პაატა აბულაძე, რომელიც სუს-ის ფაილების მიხედვით,  გაზისა და ნავთობის სახელმწიფო კომპანიაშია დასაქმებული, სამსახურში არ დადის, ფული კი ბიუჯეტიდან იღებს.

"შაბათის ეთერი" დაინტერესდა, ხომ არ არის აბულაძის დასაქმება, კახი კალაძის დამსახურება და რეალურად, თბილისის მერის დის ქმარი, ხელფასს პენსიის რეჟიმში, არაფრის კეთებაში ხომ არ იღებს? -

აბულაძე ამ კითხვას არ პასუხობს, თუმცა "ოცნების" ლიდერებთან დაახლოებული და მმართველი პარტიის ოფიციალური თანამშრომელი დაუფარავად ამბობს, რომ პუტინთან ერთ მაგიდასთან დაჯდომა და ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტთან მოლაპარაკება ბიძინა ივანიშვილის გუნდმა დაუყონებლივ უნდა დაიწყოს.

"შაბათის ეთერმა" გაარკვია ისიც,  რომ კალაძის სიძით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც იყო დაინტერესებული - მაგალითად, 2021 წლის 3 ივნისს, სუს-ის ოპერ მუშაკები იღებენ დავალებას, რომ კალაძის სიძის შესახებ ინფორმაცია მოაგროვონ. 

სუს-იდან  გამოტანილი ოპერატიული ცნობებით ირკვევა, რომ კახი კალაძის სიძე მოსმენაზე ჰყავდათ აყვანილი. პაატა აბულაძის სატელეფონო საუბრების სტენოგრამა ცხადყოფს, რომ დედაქალაქის მერის ოჯახის წევრს უსმენდნენ და აკონტროლებდნენ.

 

მსგავსი სიახლეები