რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული 7 აქტივისტი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს
რუსთაველის გამზირზე, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ყველა აქტივისტი თავისუფალია - რამდენიმე წუთის წინ, 7 ახალგაზრდა წინასწარი დაკავების იზოლატორიდან ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
სამოქალაქო აქტივისტებსა და სტუდენტებს შსს პოლიციელს კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავება.