სიკვდილის შიშით შეპყრობილი დიქტატორი - პუტინის მსახურის ექსკლუზიური ინტერვიუ
"შაბათის ეთერის" ექსკლუზივი - პუტინის საიდუმლო ობიექტების ინჟინერს, რომელმაც მთელს მსოფლიოში მილიონობით მაურებელს პუტინის ოქროს უნიტაზებისა და საიდუმლო ბუნკერების შესახებ უამბო, თამთა დოლენჯაშვილმა თბილისში მიაკვლია.
28 წლის სტანისლავ ჩეკალიოვი, ცდილობს მთელს საქართველოს დაანახოს შიშებთ შეპყრობილი რუსი დიქტატორის ნამდვილი სახე.
სტანისლავი ვლადიმერ პუტინის საცხოვრებელი კომპლექსის "ნოვო აგარიოვოს" ყოფილი ინჟინერია. ახალგაზრდა ამბობს, რომ პანდემისას მთელი 2020 წელი მან ბუნკერში გაატარა. პრაქტიკულად ის იქიდან არც გამოდიოდა.
28 წლის ინჟინერი აღნიშნავს, რომ პუტინს ყველაფრის, მათ შორის აკუთარი გარემოცვისაც ძალიან ეშინია.
სტანისლავ ჩეკალიოვი ყვება, რომ "ნოვო აგარიოვოს" კომპლექსში პუტინი თავს ყველაზე უსაფრთხოდ გრძნობს. მიწისქვეშა ყველაზე დაცულ ბუნკერებს რამდენიმე გასასვლელი აქვს, პრეზიდენტს მშენებლობა ეჩქარებოდა, ამიტომ სტანისლავს და მის მეგობრობს დღე და ღამე ამუშავებდნენ.
ირკვევა, რომ როდესაც ყველაფერი დასრულდა და მუშების ობიექტის ჩასაბარებლად უნდა მისულიყვნენ, უკან გააბრუნეს, მიზეზი პუტინის ავადობაა. ახალი სახლის ეზოში პუტინს სამედიცინო ცენტრიც კი აუშენეს, სადაც გაზაფხულზე, სრულიად საიდუმლოდ მძიმე ოპერაციაც კი გაუკეთეს.
პუტინის რეზიდენციის ყოფილი ინჟინერი, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთიდან საქართველოში გამოიქცა, "შაბათის ეთერს" უყვება, რომ სიკვდილის შიშით შეპყრობილ პუტინს საავადმყოფო ეზოში საგანგებოდ ჩაუდგეს, თუმცა დროის დიდი ნაწილს მაინც ბუნკერში ატარებს.
სტანისლავ ჩიკალიოვი თავადაც მძიმე შემოწმებას გადიოდა ყოველდღე პუტინის პირად სამედიცინო კვარტალში შესვლამდე. იმისათვის რომ გასაიდუმლოებული მშენებლობის შესახებ ინფორმაცია არ გაევრცელებინა, ტელეფონს და პირად ნივთებს მას "ნოვო აგაროვოს" ახალი სამშენებლო კომპლექსის შესასვლელში ატოვებინებდნენ.
როგორც ირკვევა, სტანისლავ ჩიკალიოვმა რუსეთი დატოვების შემდეგ, პუტინის წინააღდეგ საინფორმაციო ომი დაიწყო. გაუჩნდა იდეა, დაეწერა კომპიუტერული თამაში, სახელწოდებით "ორთაბრძოლა ოქროს უნიტაზისთვის", სადაც "ნოვო აგაროვოს" ყველა შენობის მაკეტს და საიდუმლო გასასვლელებს აღწერს.