"ცვლილებები ხელსაყრელია რუსეთისთვის" - ჯინ შაჰინი რუსულ კანონზე

05.03.23 10:01
"ცვლილებები ხელსაყრელია რუსეთისთვის" - ჯინ შაჰინი რუსულ კანონზე

"ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომელსაც "ოცნება" მხარს უჭერს, ამერიკელი კონგრესმენი ჯინ შაჰინი შემაშფოთებელს უწოდებს. შაჰინი ამბობს, რომ კანონი რუსულის ანარეკლია და ის არასამთავრობოებსა და მედიაზე გავლენის მოპოვებას ემსახურება. 

შემაშფოთებელი იყო მთავრობის მხრიდან ცვლილებების დანახვა, რომლებიც ხელსაყრელია რუსეთისთვის. 
ეს არის რუსეთში არსებული მსგავსი კანონის ანარეკლი, რომლის შედეგადაც ვნახეთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა რუსეთი დატოვა. ეს იყო მიზანმიმართული მცდელობა გავლენა მოეხდინათ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, მედიაზე, მედიის თავისუფლებაზე რუსეთში. მე ვშიშობ, რომ ეს იგივე შედეგს მოიტანს საქართველოშიც, - ამბობს შაჰინი. 

ამერიკელი კონგრესმენი მიხეილ სააკაშვილის საკითხსაც ეხმიანება და ხაზს უსვამს, რომ საქართველოს მთავრობამ პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტის მკურნალობა უნდა უზრუნველყოს. 

ვფიქრობ, ნებისმიერ მთავრობას აქვს პასუხისმგებლობა, უზრუნველყოს პატიმრობაში მყოფი ადამიანებისთვის სამედიცინო მზრუნველობა.
ჩვენ გამოვთქვით ჩვენი შეშფოთება ამის შესახებ და ვთქვით ის, თუ რა მიგვაჩნია მთავრობის პასუხისმგებლობად პატიმრებზე ზრუნვაში, - აცხადებს კონგრესმენი. 

მსგავსი სიახლეები