მღვდელზე თავდამსხმელს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა - რას ყვება 13 ასურელი მამის ტაძრის მრევლი

05.03.23 11:19
მღვდელზე თავდამსხმელს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა - რას ყვება 13 ასურელი მამის ტაძრის მრევლი

64 წლის მოძღვარი სასიკვდილოდ მისივე მრევლმა გაწირა. 40 წლამდე კაცი პოლიციამ უკვე დააკავა. ის ახლა ბრალის წარდგენას წინასწარი დაკავების იზოლატორში ელოდება. 

ირკვევა, რომ მღვდელზე თავდამსხმელს ფისიქკური პრობლემები აქვს და სამართლდამცველებს ჩვენებას ვერ აძლევს. ცნობილია, რომ ის ეკლესიის გადაღმა ქუჩაზე, "ავერსის" ერთ-ერთი სასაწყობე ფართში დარაჯად მუშაობდა.

13 ასურელის ტაძრის წინამძღვარი კი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. დაჭრილი მამაოს მდგომარეობა მძიმეა. 

ტაძრის მრევლი მომხდარის მოტივთან დაკავშირებით საუბრობს. მათ თქმით, პირი, რომელიც სასულიერო პირს თავს დაესხა, შეურაცხადი იყო. 

ეკლესიაში შევიდა, ზურგიდან მიეპარა და ჩაარტყა ზურგში. შეურაცხადი იყო და იმ მომენტში აფექტშ იყო, ეტყობა და ვინც შეხვდა, დაარტყა იმას, - ამბობს მრევლი. 

შემთხვევა ორი დღის წინ დილის საათებში მოხდა. თავდამსხმელი სასულირო პირს თავს ტაძრის ტერიტორიაზე დაესხა. მღვდელს ჭრილობები ზურგის არეში დანით აქვს მიყენებული. 

გამოძიება საქმეზე 117 მუხლით არის აღძრული. 

მსგავსი სიახლეები