"ოცნება" ქვეყნის რუსეთიზაციას ახდენს - ოპოზიცია და არასამთავრობოები რუსული კანონის წინააღმდეგ
"კრემლის აგენტი და მოღალატე" - თბილისის ქუჩები საპროტესტო ბანერებით აჭრელდა. რუსული კანონის განხილვამდე ერთი დღით ადრე პარლამენტში ოპოზიცია იკრიბება. დეპუტატები დღეს სამოქმედო გეგმას განიხილავენ.
პროტესტი არის დაწყებული ყველა იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთისაზაციას ახდენენ ჩვენი ქვეყნის, მათ შორის, საკანონმდებლო სივრცეში იღებენ რუსულ კანონს და მსგავსი ტიპის აქტივობები იქნება, იმიტომ, რომ სამოქალაქო ჯგუფები, აქტივისტური ჯგუფები, პოლიტიკური პარტიები, ყველანი არიან აქტიურად ჩართული ამ პროცესში და ამ ადამიანებს არ მისცემენ იმის უფლებას, ყველას შეახსენებენ, რომ ისინი ღალატობენ ქვეყანას კრემლის ინტერესის გამო. გარდა იმისა, რომ იქნება მსგავისი ტიპის აქტივობები, რა თქმა უნდა, გრძელდება საპროტესტო გამოსვლებიც, მათ შორის, ხვალაც შეიკრიბება საზოგადოება და აუცილებლად შევქმნით დისკომფორტს და ყველგან ეს ადამიანები, ვინც გვართმევენ მომავალს, გვართმევენ დასავლურ პერსპექტივას, იგრძნობენ დისკომფორტს, - ამბობს ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრი ირაკლი ფავლენიშვილი.
ემზადებიან სამოქალაქო სექტორშიც. ხვალ საკანონმედბლო ორგანოში მისულ მმართველი გუნდის დეპუტატებს "სირცხვილის დერეფნის" გავლა საყვირების ფონზე მოუწევთ.
ეს კანონპროექტი არის ცალსახად რუსული საქმისთვის შეტანილი პარლამენტში, დაინიცირებული კანონპროექტი, იმიტომ, რომ ეს კნაონპროექტი ხელს უშლის ქვეყნის ევროინტეგრაციის მიზნებს და ეს არის პირდაპირ მტრული აქტი ჩვენი დასავლელი პარტნიორების მისამართით. მნიშვნელოვანი იყო ის პროტესტი, რაც ამ კვირაში იყო და ამ ყველაფერს ჰქონდა თავისი რეზონანსი. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროტესტი კვლავაც დაფიქსირდეს, - ამბობს იურისტი ნიკა სიმონიშვილი.