"არა რუსულ კანონს" - ხელოვანების პროტესტი მრგვალ ბაღთან
რუსული კანონის წინააღმდეგ გამოდიან წულუკიანის რეპრესიების მსხვერპლი ხელოვანებიც. ისინი ამ წუთებში მრგვალ ბაღთან არიან შეკრებილები. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ რეპრესიები მათ საკუთარ თავზე იწვნიეს და თუკი ხელისუფლება რუსული კანონის მირებას გაბედავს, რეპრესიები მთელ საქართველოს შეეხება.
დღეს ჩვენ გვინდა გავაპროტესტოთ ის კანონი, რომლის მიღებასაც აპირებს საქართველოს პარლამენტი. ჩვენ უკვე ვიწვნიეთ კანონის მიღების გარეშე ეს ზეწოლა სახელმწიფოდან და ახლა ოფიციალურად გავაკეთოთ განცხადება ამის შესახებ, - ამბობენ შეკრებილები.