"წვივებში გვირტყამდნენ, გვწიხლავდნენ" - დაკავებული აქტივისტები ხელწერილების საფუძველზე გაათავისუფლეს

05.03.23 12:04
"წვივებში გვირტყამდნენ, გვწიხლავდნენ" - დაკავებული აქტივისტები ხელწერილების საფუძველზე გაათავისუფლეს

რეპრესიების ღამეს დაკავებული აქტივისტები  გაათავისუფლეს. რუსული კანონის წინააღმდეგ ქუჩაში ხელბორკილების დადების შემდეგ, აქციის მონაწილეთა ნაწილი საპატრულო პოლიცამ სასამართლოშიც კი არ მიიყვანა. წინასწარი დაკავების  48 საათიანი ვადა ისე ამოიწურა, რომ მოსამართლემ ყველა საქმის განხილვა ვერ მოასწრო, ამიტომ პოლიციაა იძულებული გახდა, აქტივისტებიი სასამართლოსკენ მიმავალ გზაზე გაეთავისუფლებინა. ხელწერილები მათ საპატრულო პოლიციის  მანქანაში დააწერინეს.
 

აქციაზე დაკავებუები ყვებიან, რომ ძალოვანებმა განსაკუთრებული სისასტიკე მას შემდეგ გამოიჩინეს, რაც დაინახეს, რომ ვიდეოკამერები მათ ვეღარ აფიქსირებდნენ. 

გზაში, წვივებში გვიტყამდნენ ყველას აბსოლუტურად. სადაც კამერას არ ხედავდნენ დაკავების დროს, ყველას წიხლავდნენ. ჩვენ უნდა დავდგეთ მართლა მთელი ერი ამ რუსების წინააღმდეგ. ესენი თუ არ დავამარცხეთ, ჩვენ და ჩვენს შვილებს გასწირავენ იმისთვის, რომ იცხოვრონ რუსეთშიდა რუსეთს ჩვენ არ დავუშვებთ საქართველოში და ტავს შევაკლავთ ამ რეჟიმს, - ამბობსმოძრაობა "საქართელოსთვის" აღმასრულებელი დირექატორი ნიკა ნარსია. 

პოლიციელების მხრიდან ფიზიკურ ძალაოდბას იხსენებს სამოქალაქო აქტივისტი ბესო გაზდელიანიც.

პირადად ჩემს მიმართ განხორციელდა არანორმალურის ფიზიკაური ძალადობა. სრულიად მშვიდობიანად გამოვტახავდი ჩემს პროტესტს. დაკაბეის მომენტში დამაგდეს ძირს. როგორც ჩანს ხედავდნენ, რომ კამერები არ იღებდა. წიხლები ჩამარტყეს მკერდის არეში, ტეელფონი გამიტეხეს, საათი გამიბზარეს, თავში ჩამარტყეს, - ამბობს ბესო გაზდელიანი. 

რაც შეეხება სტუდენტ საბა მეურმიშვილის პროცესს, რომელსაც შსს დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავებოდა, მოსამართლემ ორივე მუხლში დამნაშავედ ცნო და 2300 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. 

მსგავსი სიახლეები