სალომე ზურაბიშვილი საქმიანი ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა

05.03.23 12:08
სალომე ზურაბიშვილი საქმიანი ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა

სალომე ზურაბიშვილი საქმიანი ვიზიტით შტატებში გაემგზავრა. საქართველოს პრეზიდენტი დღეს  ნიუ იორკში, გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ქალთა სტატუსის შესახებ კომისიის 67-ე სესიას დაესწრება, ხვალ კი ის გაეროს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს სიტყვით მიმართავს.

ნიუ იორკში სამუშაო ვიზიტისას დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები გაეროს გენერალურ მდივანთან, ანტონიო გუტერეშთან და სხვა მაღალი რანგის პოლიტიკოსებთან. დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები  ფორუმში მონაწილე ქვეყნების პრეზიდენტებთან და ნიუ იორკის მერთანაც.

მსგავსი სიახლეები