რუსული კანონის მიღებით რეპრესიები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება - ხელოვანები
რუსული კანონის წინააღმდეგ დღეს ხელოვანები გამოვიდნენ. წულუკიანის რეპრესიების მსხვერპლი ადამიანები რუსული კანონის საფრთხეებზე საუბრობენ და პირდაპირ ამბობენ, რომ ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი კანონი ქვეყანას უკან, მონური წარსულისკენ წაიყვანს.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან განდევნილი ადამიანები, ვისაც წაგვერთვა პროფესიული საქმიანობის უფლება, ვინც საკუთარ თავზე ვიწვნიეთ სახელმწიფოსგან მართული ცილისწამებისა და დევნის კამპანია, ვხედავთ საფრთხეს, რომ უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონის მეშვეობით რეპრესიები მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდება და შეეხება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. ამიტომ, ვეწინააღმდეგებით კანონს, რომელიც არა წინ თავისუფალი მომავლისკენ, არამედ უკან მონური წარსულისკენ წაგვიყვანს, - განაცხადეს ხელოვანებმა.