"დუმილი დანაშაულია" - ექიმები პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალება სთხოვენ

05.03.23 13:32
"დუმილი დანაშაულია" - ექიმები პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალება სთხოვენ

ექიმები პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალებას სთხოვენ. მედიკოსებმა დღეს სალომე ზურაბიშვილსსს მოუწოდეს, დადგეს  ისტორიის სწორ მხარეს და გაათავისუფლოს პოლიტიკური ტყვეობიდან კრიტიკული აზრის გამო დაკავებული "მთავარი არხის" დამფუძნებელი. ამის შესახებ მედიკოსებმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს. 

"როცა ქვეყანაში უსამართლობაა დაკანონებული სახლში ყოფნა და დუმილი დანაშაულია" - აცხადებენ მედიკოსები. 

ნიკა გვარამიას მიმართ წაყენებული ბრალის აბსურდულობა ცხადყოფს, რომ ის დაპატიმრებულია არა რაიმე დანაშაულის, არამედ მისი კრიტიკული პოზიციის გამო. ჩვენ კარგად გავქვს გააზრებული პრეზიდენტის როლი ამ პროცესში და ასევე ის, რომ ნიკა გვარამიას გათავისუფლების უმოკლესი გზა  სწორედ მისი შეწყალებაა, რომელიც პრეზიდენტს მარტივად შეუძლია გადაჭრას, - განაცხადეს ექიმებმა. 

მსგავსი სიახლეები