საქართველოში რუსული კანონის მიღება არ უნდა დავუშვათ - ბეჟაშვილი
ოპოზიციამ პარლამენტში კონსულტაციები დაასრულა. საქმე ეხება ხვალ პარლამენტში დაგეგმილ რუსული კანონის განხილვას, სადაც ხელისუფლების ოპონენტები პროტესტის გამოხატვას მორიგ ჯერზე გეგმავენ.
ენმ-ს წევრი ლევან ბეჟაშვილი ამბობს, რომ საქართველოში რუსული რეპრესიული კანონი არ უნდა დაუშვან.
ხვალ იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ოპოზიცია ერთიანი სახით იქნება წარმოდგენილი, იმიტომ, რომ ყველა საპარლამენტო ოპოზიციურ ჯგუფს აქვს ერთი აზრი, რომ არ უნდა დავუშვათ საქართველოში რუსული კანონის მიღება. ეს აგენტების შესახებ კანონი არის სულისკვეთებით რუსული კანონი. სწორედ რუსეთში ამ კანონის საფუძველზე განხორციელდა რეპრესიები რიგით მოქალაქეებზე, არასამთავრობო ორგანიზაციებზე, დამოუკიდებელ მედიაზე. ვაფიქსირებთ პროტესტს და ყველა შესაძლო ფორმას მივმართავთ იმისათვის, რომ კომიტეტის სხდომაზე ხალხმა გაიგოს, რომ ეს არის რუსული კანონი, ეს აის რეპრესიული კანონი, - ამბობს ბეჟაშვილი.