ფრიდონ ინჯია რუსული ინტერესების გამტარებელია - ირაკლი ნადირაძე
ფრიდონ ინჯია რუსული ინტერესების გამტარებელია, - ამის შესახებ ენმს- წევრი ირაკლი ნადირაძე აცხადებს. ოპოზიციის წევრი "ნოდარ მელაძის შაბათში" გასულ ხმაურიან სიუჟეტს ეხმიანება და ამბობს, რომ ინჯიას ინიციატივა აგვისტოს ომის ხელახალი გამოძიების შესახებ შემთხვევითი არ არის, რადგან ეს სწორედ კრემლის ინტერესშია.
ეს ადამიანი ატარებს პირდაპირ რუსულ ინტერესებს და შესაბამისად, დღეს შემთხვევითი არ არის, რომ თავიდან მოითხოვა სწორედ ამ ადამიანმა, რომ რუსეთ-საქართველოს ომის, აგვისტოს ომის ხელთავიდან გამოძიება დაიწყონ. ამაში აყვნენ "ქართული ოცნების" დეპუტატებიც, იმიტომ, ბიძინა ივანიშვილი წარმოადგენს კრემლის ფიალიალს, - ამბობს ნადირაძე.
'შაბათი ეთერმა" მოიპოვა ექკლუზიური დოკუემნტები, რომლითაც ირკვევა, რომ პარლამენტის წევრს, ფრიდონ ინჯიას რუსეთში, მაგადანში ოქროს მომპოვებელი ბიზნესი აქვს.
რუსეთის სახელმწიფო რეესტრიდან მოპოვებული ამონაწერით, რომელიც 2022 წლის 2 მარტით თარიღდება, დასტურდება, რომ შპს დომინანტის 100%-იანი წილის მფლობელი საქართველოს პარლამენტის წევრია.