ფრიდონ ინჯია რუსული საოკუპაციო რეჟიმის დავალებებს ასრულებს - სამადაშვილი
"ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ ფრიდონ ინჯია რუსეთი დავალებებს ასრულებს. დეპუტატის განარტებით, მოსკოვს ახლა საქართველოში 2008 წლის ომის თემის გააქტიურება აწყობს, რაშიც სწორედ "ევროპელი სოციალისტების" ლიდერს იყენებს.
ფრიდონ ინჯია ასრულებს "ქართული ოცნების" რუსული საოკუპაციო რეჟიმის და რუსეთის დავალებებს, ცხადია. ის ამ მიზნით არის დღეს საქართველოს პარლამენტში და მათ შორის, კომისიის შექმნის საკითხიც არის, ცხადია, პირდაპირი დავალება საოკუპაციო რეჟიმის. მათ დღეს ძალიან სჭირდებათ, რომ უკრაინაში რუსეთის მარცხის მოლოდინში გააქტიურდეს ქვეყანაში 2008 წლის ომის თემა და ამისთვის იყენებენ საკუთარ დაქვემდებარებაში მყოფ ადამიანს, რომელიც მრავალი მიზეზებით და მრავალი კავშირებით არის პირდაპირ მართული რუსეთიდან, - თქვა სამადაშვილმა.
"შაბათი ეთერმა" მოიპოვა ექკლუზიური დოკუემნტები, რომლითაც ირკვევა, რომ პარლამენტის წევრს, ფრიდონ ინჯიას რუსეთში, მაგადანში ოქროს მომპოვებელი ბიზნესი აქვს.
რუსეთის სახელმწიფო რეესტრიდან მოპოვებული ამონაწერით, რომელიც 2022 წლის 2 მარტით თარიღდება, დასტურდება, რომ შპს დომინანტის 100%-იანი წილის მფლობელი საქართველოს პარლამენტის წევრია.