ფრიდონ ინჯიას ბიზნესსაქმიანობა, რომელსაც რუსეთში ეწევა, გამოძიებული უნდა იქნეს - არმაზ ახვლედიანი

05.03.23 15:56
ფრიდონ ინჯიას ბიზნესსაქმიანობა, რომელსაც რუსეთში ეწევა, გამოძიებული უნდა იქნეს - არმაზ ახვლედიანი

პარლამენტის წევრი არმაზ ახვლედიანი მიიჩნევს, რომ ფრიდონ ინჯიას რუსეთში წარმოებულ ბიზნესსაქმიანობა, გამოძიებული უნდა იქნეს. ოპოზიციის წევრი ამბობს, რომ პოლიტიკოსს, რომელსაც რუსეთში აქვს ბიზნესი, კავშირი აქვს რუსეთის ხელისუფლებლასთანაც. 

პოლიტიკოსის და მითუფრო, პარლამენტის წევრის საქმიანობა რუსეთში, ნებისმიერი სახის საქმიანობა და მითუფრო, ბიზნესსაქმიანობა, უნდა იყოს გამოძიებული, ყველაფერი სააშკარაოზე გამოტანილი, იმიტომ, რომ დღეს სულ არ გვაქვს ჩვენ იმის ფუფუნება, რომ ვირაცას ჰქონდეს ბიზნესი რუსეთში, თუ ეს დადასტურდა... რუსეთშ ბიზნესი შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ იმას, ვისაც აქვს კავშირი რუსეთის ხელისუფლებასთან, - ამბობს ახვლედიანი. 

"შაბათი ეთერმა" მოიპოვა ექკლუზიური დოკუემნტები, რომლითაც ირკვევა, რომ პარლამენტის წევრს, ფრიდონ ინჯიას რუსეთში, მაგადანში ოქროს მომპოვებელი ბიზნესი აქვს. 

რუსეთის სახელმწიფო რეესტრიდან მოპოვებული ამონაწერით,  რომელიც 2022 წლის 2 მარტით თარიღდება, დასტურდება, რომ შპს დომინანტის 100%-იანი წილის მფლობელი საქართველოს პარლამენტის წევრია. 

 

მსგავსი სიახლეები