პრეზიდენტს "აგენტად" გამოცხადების საფრთხე ემუქრება - რას ამბობს ოპოზიცია
რუსული კანონით, რომელიც პარლამენტში განიხილება, "ქართულმა ოცნებამ" აგენტად შესაძლოა, საქართველოს პრეზიდენტიც გამოაცხადოს. სალომე ზურაბიშვილს ყოველწლიურად საფრანგეთიდან 34 ათასი ევრო ერიცხება, რაც იმას ნიშნავს, რომ შემოსავლების 20%-ზე მეტი სალომე ზურაბიშვილსს უცხოეთიდან ერიცხება, მისი სტატუსიდან გამომდინარე კი გავლენის მოხდენა საზოგადოებრივ აზრზეც შეუძლია.
"ოცნების" მხრიდან პრეზიდენტის აგენტად გამოცხადებას არც ოპოზიცია გამორიცხავს.
ეს კანონი არ არის შექმნილი მხოლოდ იმისთვის, რომ რეესტრი შეიქმნას, ეს კანონი იქმნება იმისთვის, რომ დაიწყოს რეპრესიები და რეპრესიები დაიწყება კი, და ამ რეპრესიებშ მოექცევა ყველა, ვინც არ მოსწონს "ქართულ ოცნებას". პრეზიდენტი წინააღმდეგ უკვეა ნაბიჯები გადადგმული, ხან სარჩელი შეაქვთ, ხან იმუქრებიან, ხან შანტაჟით ენით ელაპარაკებიან და არ გამოვრიცხავ არაფერს, - ამბობს "რეფორმების ჯგუფის" თავმდჯომარე ხათუნა სამნიძე.
ამავე აზრს იზიარებს თაკო ჩარკვიანიც.
ერთხელ გავეხუმრე მე პირადად, რომ ჩვენი დასაცავი აღმოჩნდებით-თქო... მე ვთვლი, რომ დიახ, არა მხოლოდ ზურაბიშილს, ყველას, ვისაც რამე ღვაწლი აქვს და უმოღვაწია ამ ქვეყანაში, ყველას გამოცხადებენ აგენტებად, - ამბობს თაკო ჩარკვიანი.