ოპოზიცია ცდილობს, დასავლელი პარტნიორები შეცდომაშ შეიყვანოს - სარჯველაძე რუსულ კანონზე
მიხეილ სარჯველაძე ირწმუნება, რომ "რუსულ კანონთან" დაკავშირებით ოპოზიციას დასავლელი პარტნიორები შეცდომაშ შეჰყავს. მმართველი გუნდის წევრი ამტკიცებს, რომ ქართული და ამერიკული კანონები იდენტურია და ეს ხელისუფლების ოპონენტებმაც კარგად იციან.
ფაქტია, რომ ოპოზიცია ცდილობს, რომ შეცდომაში შეიყვანოს დასავლელი პარტნიორები. ისინი არ ფლობენ ქართულ ენას, გასაგებია და ისნი არ კითხულობენ ტექსტებს. მაგრამ ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს, რომ ქართული და ინგლისური ტექსტი შეადაროს და თქვას, რომ იდენტურია, ამის შემდეგ განცხადებების კეთება, რომ არ ჰგავს ერთმანეთსო, ხომ აბსურდია, არა? ვინც პოტენციურად შეიძლება ინტერესი გამოხატოს საქართველოსთან მიმართებაში, ყველას ინდივიდუალურად ვუკავშირდებოდეთ, ასე არ გამოვა.
აქციებს რაც შეეხება, ეს მემგონი, კიდევ ერთი მცდელობაა, რომ რამენაირად თავი აარიდონ და გაექცნენ დისკუსიას, - თქვა სარჯველაძემ.