ხვალ პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს
ხვალ, 6 მარტს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს - საკანომდებლო ორგაოს აპარატი მიზეზად ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვას ასახელებს.
განცხადების თანახმად, შეზღუდვა არ შეეხება აკრედიტებულ ჟურნალისტებს და ღონისძიებებზე შესაბამის კომიტეტთან წინასწარ შეთანხმებულ დამსწრე პირებს.
"აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის წევრებისა, აპარატის თანამშრომლების და პარლამენტის ვიზიტორების უსაფრთხოების დაცვა და სამუშაო პირობების უზრუნველყოფა". - აღნიშნულია განცხადებაში.