"ივანიშვილი, როგორც ცხოველების ფერმას, ისე ექცევა საკუთარ სამშობლოს" - პლაკატები პარლამენტთან

06.03.23 09:29
"ივანიშვილი, როგორც ცხოველების ფერმას, ისე ექცევა საკუთარ სამშობლოს" - პლაკატები პარლამენტთან

აქცია-პერფორმანსი საკანონმდებლო ორგანოსთან -  "ევროპულმა საქართველომ" პარლამენტთან სპეციალურ სტენდზე ხელისუფლების წარმომადგენელთა პლაკატები გააკრა. 

ეს ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი და მისი პოლიტიკური არარაობების გარემოცვა, როგორც ცხოველების ფერმას, ისე ექცევა საკუთარ სამშობლოს, ჩვენი ქვეყნის მომავლით ვაჭრობს და ღალატობს მას ძალაუფლების და ფულისთვის. ეს კანონი არის ნაწილი ამ ღალატის, მთავარი, ამ კანონის შინაარსზე მთავარიც კი, არის,  ვინ არის სამიზნე, ვის ხედავენ მტრად. ეს არის დასავლეთი, ამერიკა, ევროპა. ანუ თავისი ძალაუფლებისთვის ეს კაცი უპირისპირებს საქართველოს თავისუფალ სამყაროს"- აცხადებს ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია. 

დღეს "რუსულ კანონს"იურიდიული კომიტეტი განიხილავს. ოპოზიციონერ დეპუტატებს შენობაში, სამუშაო ადგილას შესვლა უნდათ, მაგრამ სამართალდამცველებს ცოცხალი ბარიკადები აქვთ მოწყობილი. პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე მოქმედებს  დაშვების შეზღუდული რეჟიმი.

მსგავსი სიახლეები