დერეფანი ჩაკეტეს, ლიფტი გათიშეს! - დარბაზთან, რომელშიც რუსული კანონი უნდა განიხილონ, მედიას არ უშვებენ

06.03.23 09:39
დერეფანი ჩაკეტეს, ლიფტი გათიშეს! - დარბაზთან, რომელშიც რუსული კანონი უნდა განიხილონ, მედიას არ უშვებენ

პარლამენტში, პირველი რესპუბლიკის დარბაზთან, სადაც რუსული კანონის განხილვა უნდა დაიწყოს, მედიის წარმომადგენლებს არ უშვებენ. 

პოლიციელებს დერეფანი მთლიანად ჩაკეტილი აქვთ. 

"ტვ პირველის" კორესპოდენტი ადგილიდან იუწყება,  ანრი ოხანაშვილის კაბინეტის მხარეს არსებული ლიფტი გათიშეს რომ მედიამ და ოპოზიციამ მესამე სართულზე ასვლა ვერ მოახერხონ. 

რუსულ კანონპროექტს პირველი მოსმენით დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს.

მსგავსი სიახლეები