"ეკლესიის მაგინებელი ჯაშუშები" - ქუჩებში რუსული კანონის მოწინააღმდეგეების პლაკატები გააკრეს

06.03.23 09:44
"ეკლესიის მაგინებელი ჯაშუშები" - ქუჩებში რუსული კანონის მოწინააღმდეგეების პლაკატები გააკრეს

თბილისის ქუჩებში რუსული კანონის მოწინააღმდეგეების პლაკატები გააკრეს - "ეკლესიის მაგინებლები ჯაშშები", "უსამშობლო მოღალატეები" - წერია ბანერზე. 

პლაკატებზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, აქტივისტები და მესამე სექტორის წარმომადგენლები არიან გამოსახული.

შეგახსენებთ, რომ რუსულ კანონპროექტს პირველი მოსმენით დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს.

პარალელურად   პარლამენტთან სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები აქციას მართავენ.

მსგავსი სიახლეები