უზრდელი, უსამშობლო კაცი ხარ! - ოხანაშვილი ვაშაძეს

06.03.23 10:16
უზრდელი, უსამშობლო კაცი ხარ! - ოხანაშვილი ვაშაძეს

იურიდიული კომიტეტზე რუსული კანონის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ტრიბუნასთან მდგომ გურამ მაჭარაშვილის ოპოზიციის წევრები კანონპროექტის წარდგენის საშუალებას არ აძლევენ. ხელისუფლების ოპონენტებმა დარბაზში საპროტესტოს ბანერები "არა რუსულ კანონს!"  გაშალეს. 

უსამშობლო კაცი ხარ, უსამშობლო... ბიჭოთი ელაპარაკე თუ ვინმესთან გილაპარაკია... უსამშობლო ხარ... უზრდელი... ხმას დაუწიე და მომხსენებელს მიეცი საშუალება... უსამშობლო კაცი ხარ, უსამშობლო კაცი, - უთხრა ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძეს. 

კამათში ჩაერთო "ხალხის ძალის" წარმომადგენელი, გურამ მაჭარაშვილიც მან ოხანაშვილის მსგავსად, ვაშაძეს "უსამშობლო" უწოდა.

"საკუთარ სამხედროებს რომ აბრალებ დანაშაულს, უსამშობლო ხარ", - უთხრა მაჭარაშვილმა ვაშაძე.

შეგახსენებთ, რომ იგივე შინაარსის პლაკატები თბილისის ქუჩებში გაჩნდა: "ეკლესიის მაგინებელი ჯაშუშები", "უსამშობლო მოღალატეები" წერია ბანერზე, რომელზეც  პოლიტიკოსები, აქტივისტები და მესამე სექტორის წარმომადგენლები გამოსახეს. 

 

მსგავსი სიახლეები