კომიტეტზე, სადაც რუსულ კანონს იხილავენ, ბანერი გაშალეს წარწერით: „Русский военный корабль иди на .уй"
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციის წევრებმა „ქართული ოცნების“ ლოგოიანი ბანერი გაშალეს წარწერით: „Русский военный корабль иди на .уй".
პლაკატის გაშლის შემდეგ მანდატურებმა დეპუტატი სალომე სამადაშვილი კომიტეტის სხდომიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.
სამადაშვილის მსგავსად, მანდატურებმა ძალის გამოყენებით, სხდომაკიდევ რამდენიმე დეპუტატს დაატოვებინეს.
პარლამენტის პირველი რესპუბლიკის დარბაზიდან ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია ძალის გამოყენებით გაიყვანეს.