ოხანაშვილს უნდა სხდომა მარტომ, წინააღმეგობის გარეშე ჩაატაროს, ეს არის რუსული მოდელი - სამნიძე
ოხანაშვილს უნდა, მარტო ჩაატაროს სხდომა, - ამის შესახებ პარლამენტის "რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარემ კომიტეტის სხდომიდან გამოძევების შემდეგ განაცხადა. ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ კომიტეტის თავმდჯომარე მათ მიკროფონებს უთიშავდა და კითხვის დასმის საშუალებას არ აძლევდა.
ანრი ოხანაშვილი იქამდე მივიდა, რომ სიტყვას არ აძლევს დეპუტატებს. ხომ გამოაცხადა, რომ ახლა განვიხილოთო, კითხვის დასმის საშუალებას არ გვაძლევს. გვითიშავს მიკროფონს. არც კითხვა, არც მოსაზრება, არც მიმართვა, არაფერი... ანრი ოხანაშვილს უნდა, რომ მარტო ჩაატაროს სხდომა ისე, რომ არცერთი წინააღმდეგობა არ ჰქონდეს. ეს არის მოელი, რისკენაც მიდის "ქართული ოცნება" . ამ კანონით იმის დაკანონება უნდათ, რაც დღეს უკანონოა. ჩვენი გამოძევება უკანონოა, სიტყვას რომ არ გვაძლევენ უკანონოა, ამ კანონის განხილვა ანტიკონსტიტუციურია - უკანონოა, ყველაფერი ეს რომ უკანონოა და მაინც აკეთებენ. ამ კანონის მიღების შემდეგ დაკანონებული იქნება, რომ ჩვენ არც კითხვის დასმის საშუალება გვექნება, არც აზრის გამოხატვის და ეს იქნება ერთპარტიული ჩვეულებრივი რუსული მმართელობა, - თქვა სამნიძემ.