უახლოეს დღეებში ვგეგმავთ ფართომასშტაბიან აქციას, დღეს გაიმართება კონსულტაციები - სამადაშვილი
"ლელოს"- ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის თქმით, რუსული კანონის და ქვეყნის გასაბჭოების წინააღმდეგ, უახლოეს დღეებში საპროტესტო აქცია გაიმართება. როგორც სალომე სამადაშილმა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომიდან გამოძევების შემდეგ განაცხადა, დღეს ამ საკითხზე კონსულტაციები გაიმართება.
ოპოზიციონერი დეპუტატი მოქალაქეებს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ შედეგის მიღწევა მხოლოდ ერთიანი და მტკიცე ბრძოლით არის შესაძლებელი.
"ქართულმა ოცნებამ" შემდეგ არჩევნებზე, არჩევნებს თუ ჩაატარებს საერთოდ, ჩაატაროს პირდაპირ ღიად ანტიდასავლური კამპანია და დასრულეს ყევლანაირი საუბარი ჩვენს ქვეყანაში ამ ქვეყნის ევროპული მომავლის თაობაზე. რატომ აკეთებს დღეს ამას დაჩქარებული ტემპით საოკუპაციო რეჟიმი?რუსეთი აუცილებალდ დამარცხდება უკრაინაში და რუსეთს აუცილებლად სჭირდება ამ დროისთვის ჰქონდეს გაფორმებული მყარი გამარჯვება სადმე სხვაგან. ამიტომ დღეს ადვალება, რომელიც მიიღო რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა ჩვენს ქვეყანაში არის, რომ საბოლოოდ გააფირმოს ჩვენი ქვეყნის გადასვლა დასავლური განვიტარების გზიდან და თქვენ ნახეთ, რომ დღეს კანონპროექტი, ფაქტობრივად, მიმდინარეობს ძალადობრივი განხილვის რეჟიმში, იმიტომ, რომ ცხადია, რომ ძალადობას აქვს ადგილი იქ, სადაც არ გამოხატავს პროცესი ქართველი ხალხის უმრავლესობის ნებას.
მე მინდა საზოგადოებას მივმართო, მხოლოდ მტკიცე და ერთიანი ბრძოლით შევძლებთ ჩვენ ამის გაჩერებას. დიდი მადლობა უამრავ ადამიანს, ვინც მოვიდა დღეს დილით ადრე პარლამენტის შენობასთან. თქვენ იცით, რომ ჩვენ ვგეგმავთ ფართომასშტაბიან აქციას უახლოეს დღეებში. დღეს გაიმართება კონსულტაციები დამატებით ამ თემაზე. ჩვენ გაცნობებთ თარიღს და მე ძალინ დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა ადამიანი, ვისაც მიაჩნია, რომ საქართველოს გასაბჭოება არ უნდა დაუშვას, შემოუერთდება საპროტესტო ტალღას, - განაცხადა სამადაშილმა.