იცნობთ თუა არ საქართველოს კონსტუტუციას? ხელში თუ გჭერიათ? - ნაცვლიშვილი მაჭარაშვილს

06.03.23 11:33
იცნობთ თუა არ საქართველოს კონსტუტუციას? ხელში თუ გჭერიათ? - ნაცვლიშვილი მაჭარაშვილს

 "ლელოს" წევრმა "ხალხის ძალის" ლიდერს გურამ მაჭარაშვილს ჰკითხა, რატომ არასდროს განიხილა პარლამენტმა მათი პარტიის მიერ დაინიცირეული კანონპროექტები, რომლებიც ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულებას შეუწყობდა ხელს და რატომ განიხილა პარლამენტმა 'ხალხის ძალის" კანონპროექტი დაჩქარებულად?

ოპოზიციის წევრი ასევე, დაინტერესდა, წაკითხუ ჰქონდა თუ არა მაჭარაშვილს საქართველოს კონსტიტუცია და 78 მუხლი, რასაც ეკა სეფაშვილის პროტესტი მოჰყვა.

ვინაიდან სხდომის თავმჯდომარეს ეშინია, თქვენ დაგისვამთ ამ კითხვას, იქნებ თქვენ იყოთ გარკვეული. ხომ არ იცით, რა პროცედურა და კანონია საქართველოს პარლამენტში, რომლის საფუძველზეც ოპოზიციის მიერ დაინიცირებული კანონპროექტები, მათ შორის, "ლელოს" მიერ დაინიცირებული კანონპროექტები, რომელიც ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებას ემსახურება, არასდროს არ განიხილა ამ კომიტეტმა და ობი დაედო უკვე იმ კანონპროექტებს, დიდი ხნით არის შემოდებული ხელოვნურად თაროზე, და თქვენმა კანონპროექტმა, აი, ასე ციმციმ, ჩქარ-ჩქარა უნდა გაიაროს მან პარლამენტის ყველა დერეფანი. ხომ არ იცნობთ ასეთ პროცედურას და ხომ არ იცით, გამჭვირვაკობის სახელით და სამართლიანობის სახელით რომ საუბრობთ, რომ ეს უსამართლობა უდნა ეიმჩნიოთ და ცოტა უხერხულად მაინც იგრძნოთ თავი? და შემდეგი კითხვა, წაკითხული გაქვთ თუ არა ამ ქვეყნის კონსტიტუცია? ზოგადად, ეს დოკუმენტი ხელში თუ გჭერიათ? თ იცნობთ ამ კონსტიტუციის 78 მუხლს, რომელიც მათ შორის, თქვენ და ამ პარლამენტს ავალდებულებს ... ვიცი,რ ომ გაღიზიანებს 78 მუხლი, ეკა, მაგრამ არის კონსტიტუციაში და ვერ ამოშლი. ასე რომ დაწყნარდი, - თქვა ნაცვლიშვილმა. 

მსგავსი სიახლეები