პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე საქართველოს და ევროკავშირის გიგანტური დროშები გაშალეს
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე საქართველოს და ევროკავშირის გიგანტური დროშები გაშალეს - ისმის საქართველოს, EU-ს და უკრანის ჰიმნები.
აგენტების შესახებ რუსული კანონპროექტებს პირველი მოსმენით დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს.
სხდომა უკიდურესად დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომიდან ოპოზიციონერი დეპუტატები ძალის გამოყენებით გამოაძევეს.
პროტესტია პარლამენტის შენობის გარეთაც. ადგილზე შეკრებილები სკანდირებენ - "არა რუსულ კანონს", "რუსული კანონი გვაშორებს ევროკავშირს".