მოდით მეტნი, ამათ ეშინიათ, როცა თქვენი ხმები შემოდის - ანა ნაცვლიშვილი მოქალაქეებს

06.03.23 12:01
მოდით მეტნი, ამათ ეშინიათ, როცა თქვენი ხმები შემოდის - ანა ნაცვლიშვილი მოქალაქეებს

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომიდან გამოძევებულმა დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა საზოგადოებას პარლამენტთან მისვლისკენ და რუსული კანონის გაპროტესტებისკენ მოუწოდა. მოდით მეტნი, ამათ ეშინიათ, როცა თქვენი ხმები შემოდის, - თქვა ოპოზიციის წევრმა სხდომის დატოვების შემდეგ. 

ყველა ხედავთ უსაფრთხოების სამსახურით გარშემორტყმულ სხდომას და ხედავთ, რომ მანდატურებს ემუქრებიან სამსახურების დატოვებით, თუ არ გაგვაძევებენ. აი, ეს არის რეალობა დღეს  საქართველოს პარლამენტში. არა რუსულ კანონს! ეს არის ჩემი სათქმელი. ვეხმიანები მოქალაქეებს, რომლებიც პარლამენტის წინ დგანან: ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს და ძალიან გთხოვთ, მეტნი მოდით! ამათ ეშინიათ, როდესაც თქვენი ხმები შემოდის დარბაზში. ძლაიან გთხოვთ, მოდით მეტნი პარლამენტთანდ ა მეტად იხმაურეთ! ჩვენ ვაკეთებთ ყელაფერს, რაც შეგვიძლია, მაგრამ ერთობა იქნება გადამწყვეტი ამ ბრძოლაში!, - თქვა ნაცვლიშვილმა. 

მსგავსი სიახლეები