პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე რუსული დროშა დაწვეს

06.03.23 12:01
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე რუსული დროშა დაწვეს

სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე რუსული სიმბოლიკა, ოკუპანტი ქვეყნის დროშა დაწვეს.

ბექა კვაჭანტირაძე ამბობს, რომ რუსეთი არის ბოროტების იმპერია და მისი დროშა არის ბოროტების დროშა.

„უნდა დაიწვას და დაიფერფლოს მთელი რუსეთის იმპერია ამ დროშასავით. რუსეთი ოკუპანტია და საქართველოში არაფერი არ უნდა იყოს რუსული, არც დროშა და არც კანონი", - განაცხადა ბექა კვაჭანტირაძემ.

მსგავსი სიახლეები