სპეციალური დაცვის სამსახურის თანხმობის გარეშე საპირფარეშოშიც ვერ შევდივართ - კორძაია

06.03.23 12:21
 სპეციალური დაცვის სამსახურის თანხმობის გარეშე საპირფარეშოშიც ვერ შევდივართ - კორძაია

ოპოზიციის წევრი თამარ კორძაია პარლამენტში არსებულ ვითარებას აღწერს და ამბობს, რომ შენობაში გადაადგილება შეუძლებელია, რადგან ყველა სართულზე და შესასვლელტან სპეციალური დაცვის თანამშრომლები დგანან. 

ჩვენ ვაჩვენეთ მთელ საზოგადოებას, რომ პარლამენტში გადაადგილება შეუძლებელია. ყველა სართულზე, ყველა შესასვლელთან დგას სპეციალური დაცვის სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც, უბრალოდ, ხმას არ იღებენ. ბოდიშს ვუხდი მაყურებელს, მაგრამ საპირფარეშოში ვერ შევდივართ პარლამენტის წევრები მათი თანხმობის გარეშე. ეს არის კატასტროფა. ჩაკეტილ, გასამხედროვებულ პარლამენტში ანრი ოხანაშვილს იცავენ იმიტომ, რომ რუსული კანონი მიიღოს და ამ ქვეყანას წაართვას მომავალიც და დამოუკიდებლობაც.  არ გვიშვებენ არც კომიტეტის დარბაზში, - ამბობს კორძაია.

მსგავსი სიახლეები