ბევრს ნუ ლაპარაკობ! "ნაცმოძრაობა" დღის წესრიგს არ განსაზღვრავს - ოხანაშვილი დეკანოიძეს

06.03.23 12:37
ბევრს ნუ ლაპარაკობ! "ნაცმოძრაობა" დღის წესრიგს არ განსაზღვრავს - ოხანაშვილი დეკანოიძეს

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომა სისევ ხმაურით მიმდინარეობს. ამჯერად პროტესტი ხატია დეკანოიძემ გამოხატა, რომელსაც ანრი ოხანაშვილმა სიტყვით აგმოსვლის უფლება არ მისცა. 

კომიტეტის თავმჯდომარემ ენმ-ს წევრს უთხრა, რომ ის დღსი წესრიგს არ განსაზღვრავდა დ აუნდა გაჩუმებულიყო. 

ქალბატონო ხატია, თქვენ აქ არ ხართ დღის წესრიგის განმსაზღვრელი. ეს უნდა გაითავისოთ. "ნაციონალური მოძარობა" არ ხართ დღის წესრიგის განსამზღვრელი. თუ დამშვიდება გინდათ, გაბრძანდით ცოტა  ხანს, დამშვიდდით და შემოდით. არ ესწრებოდით კომიტეტს, მოხვედით და ასე უაპელაციოდ ყველამ უნდა გიყუროთ თქვენ. ბევრს ნუ ლაპარაკობ! მოღალატეები მოიკითხეთ პარტიაში რუსეთის პასპორტით. მიიღებთ პასუხს პროპორციულად ყოველ ჯერზე, - თქვა ოხანაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები