სუსი და გაძლიერებული დაცვა პარლამენტში - რა ხდება საკანონმდებლო ორგანოში
რუსული კანონის განხილვის გამო პარლამენტში ყაზარმული რეჟიმი გამოცხადდა. შენობა სპეცსამსახურების ალყაშია. საკანონმდებლო ორგანოში გადაადგილება შეზღუდულია.
პირველ სართულსა და სარდაფში "პირველების" ინფორმაციით, სპეცდანიშნულების რაზმია შეყვანილი, თუმცა ამ სართულებზე ჩასვლის და კადრების გადაღების უფლებას "პირველების" კამერას არ აძლევენ.
გათიშულია ლიფტების ნაწილი. პარლამენტში თავისუფლად მუშაობას აკრედიტებული ჟურნალისტებიც ვერ ახერხებენ. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კორდონი იცავს პირველი რესპუბლიკის დარბაზს, სადაც ამ წუთას რუსულ კანონს განიხილავენ.