ჩვენი თანამშრომლები პარლამენტში არ იმყოფებიან - სუსი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამტკიცებს, რომ პარლამენტის შენობაში მათი არცერთი თანამშრომელი არ იმყოფრება.
სუს-ის თქმით, პარლამენტის შენობაში აღნიშნული მოვლენების განვითარების დღიდან, ადგილზე არ ყოფილა სამსახურის არცერთი თანამშრომელი.
განცხადების მიხედვით, პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან გაკეთებული განცხადებები სრულად ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და "ქართული სპეცსამსახურის დისკრედიტაციის მცდელობას".