გამყიდველების გვერდზე რომ ზიხარ, გირგვლიანზე რა გაარკვიე? - დაპირისპირება შავგულიძე ყაველაშვილს შორის

06.03.23 13:38
გამყიდველების გვერდზე რომ ზიხარ, გირგვლიანზე რა გაარკვიე? - დაპირისპირება შავგულიძე ყაველაშვილს შორის

იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ამჯერად ერთმანეთს შალვა შავგულიძე და მიხეილ ყაველაშვილი დაუპირისპირდნენ. "ხალხის ძალის" წევრის გაღიზიანება ცნობილი იურისტის განცხადებამ გამოიწვია, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ კანონპროექტის ინიციატორები რუსულ მიზანს ემსახურებიან: 

რატომ იძახი, რომ რუსულ მიზანს ემსახურება? რუსულ მიზანს იცი რა ემსახურება? შენ რომ გირგვლიანის ადვოკატი იყავი, ახლა რომ ზიხარ ვინც გაყიდა სამშობლო, ტერიტორიები ჩააბარა, რა, რა და სტრატეგიული ობიექტი მიჰყიდა და იმათ გვერდზე ზიხარ, ეს არის რუსული მიზანი. გირგვლიანის თემა გაარკვიე?, - უთხრა ყაველაშვილმა ოპოზიციის წევრს.

ყაველაშვილის ბრალდებების საპასუხოდ შავგულიძემ ყაველაშვილს შეახსენა, რომ "ნაცმორძოაბის" დანაშაულებების დროს, არცერთ მათგანს ხმა არ ამოუღია. 

როდესაც ნაცმოძრაობა აშავებდა, რომელი თქვენგანის დაკნავებული გაგვიგია? მითხარით, რომ ხმა ამოგიღიათ, - თქვა შავგულიძემ. 

მსგავსი სიახლეები