რევოლუცია - წარწერა პარლამენტთან
სტუდენტებმა პარლამენტის მიმდებარედ წარწერა - "რევოლუცია" გააკეთეს. ახალგაზრდები რუსულ კანონს აპროტესტებენ და სკანდირებენ: "რევოლუცია".
ცნობისთვის, რუსული კანონის განხილვის გამო პარლამენტში ყაზარმული რეჟიმი გამოცხადდა. შენობა სპეცსამსახურების ალყაშია.
პირველი რესპუბლიკის დარბაზში, სადაც საშიშ კანონპროექტს განიხილავენ ხმაურია. დარბაზიდან ძალის გამოყეებით გამოაძევეს ოპოზიციის წარმომადგენელთა დიდი ნაწილი.
პარლამენტის გარეთ კი აქცია მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილებს მოტანილი აქვთ ბანერები, ევროკავშირისა და საქართველოს დროშები და სკანდირებენ: „არა რუსულ კანონს", რუსული ოცნება", "რუსებო", "მონებო".