როგორი იქნება ოპოზიციის სამოქმედი გეგმა - ხელისუფლების ოპონენტები საგანგებო თათბირს მართავენ

06.03.23 14:01
როგორი იქნება ოპოზიციის სამოქმედი გეგმა - ხელისუფლების ოპონენტები საგანგებო თათბირს მართავენ

მას შემდეგ, რაც სხდომათ დარბაზიდან ოპოზიციის წევრები გამოაძევეს, ისინი "სტრატეგია აღმაშენებლის" ფრაქციის ოთახში შეიკრიბნენ. უკვე 15 წუთია ხელისუფლების ოპონენტები იქ საგანგებო თათბირს მართავენ. 

წინასწარი ინფრომაციით, ისინი დღეს ბიუროს სხდომას დაესწრებიან, რომელიც 15:00 საათზეა ჩანიშნული. ოპოზიცია რუსული კანონის გაპროტესტებას ბიუროს სხდომაზეც გეგმავს. 

ხელისუფლების ოპონენტები ახლა სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ. 

მსგავსი სიახლეები