"მოკლედ, ასეთი სიტუაციაა "- გლდანის მაჟორიტარმა რუსული კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი "გაშიფრა"

06.03.23 14:54
"მოკლედ, ასეთი სიტუაციაა "- გლდანის მაჟორიტარმა რუსული კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი "გაშიფრა"

გლდანის მაჟორიტარმა კოტე ზარნაძემ რუსული კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი "გაშიფრა".

ზარნაძე ამტკიცებს, რომ ქართული ოცნება არჩევნების გზით ვერ იცვლება, ამიტომ, მათთან საბრძოლველად არასამთავრობო ორგანიზაციებმა ქვეყანაში შავი ფული უნდა შემოიტანონ,

საჯარო მოხელე წერს, რომ ამ (რუსული კანონით) კანონპროექტით კი "ეს გზა იკეტება" და ზარნაძის აზრით, სწორედ ამან გამოიწვია პროტესტი.

"მოკლედ, ასეთი სიტუაციაა - ოცნებას არჩევნების გზით ვერ ცვლიან, საჭიროა დიდი ფულით ბრძოლა და ეს ფული ვინ უნდა შემოიტანოს, თუ არა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, თან შავად - რა თქმა უნდა. ეს გზა იკეტება და ზუსტად ამან გამოიწვია ეს ამბავი.

არავითარი ევროპული მომავალი არ დგას კითხვის ნიშნის ქვეშ, აქ არის ვენეციის კომისია და დადებს რეკომენდაციებს.

რაც შეეხება სიტყვა - “აგენტს” ვფიქრობ გადასახედია და შეიცვალოს სახელი, დაერქვა “უცხოური ფულით დაფინანსებული” - აქ მთავარია ფინანსური გამჭვირვალობა", - წერს ზარნაძე. 

 

მსგავსი სიახლეები