"რისთვის ზიხარ მაგ თანამბობაზე?" - ადამიანის უფლებების კომიტეტის სხდომა ხმაურით დაიწყო

06.03.23 15:10
"რისთვის ზიხარ მაგ თანამბობაზე?" - ადამიანის უფლებების კომიტეტის სხდომა ხმაურით დაიწყო

ადამიანის უფლებათა კომიტეტიც, იურიდიული კომიტეტის მსგავსად, ხმაურით დაიწყო. კომიტეტის თავმჯდომარემ სხდომა დაიწყო და მალევე შესვენება გამოაცხადა. 

"ლელოს" წევრმა სალომე სამადაშვილმა მიხეილ სარჯველაძეს სთხოვა,  ოპოზიციას დღის წესრიგთან დაკავშირებით წინადადების შეტანის შესაძლებლობა მისცემოდა, თუმცა სარჯველაძემ ხელისუფლების ოპონენტების თხოვნას უარით უპასუხა.

ბატონო მიხეილ, თქვენ შემოგიერთდათ აქ ოპოზიციის წარმომადგენლობითი ჯგუფი, რომელიც ითხოვს სიტყვას დღის წესრიგთან დაკავშირებით. ახლა თქვენი არცევანია ან მოგვცეთ შესაძლებლობა გაგაცნოთ რისთის მოვედით აქ, რა საკითხზე გვსურს საუბარი ან არ მოგვცეთ სიტყვა. დემოკრატიულ ოპოზიციას ამქვეყნის აქვს წინადადება ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტში ჩვენ რა მიგვაჩნია მნიშვნელოვნად, რომ დღეს ამ სხდომის დღის წესრიგშ შევიდეს და თქვენ არ გვაძლევთ შესაძლებლობას, რომ გითხრათ. ახლა რომ ადამიანებს კლავდნენ სადღაც, თქვენ დღის წესრიგში არ შეიტანდით დამატებით საკითხს? თუ თქვენ გგონიათ, ის რაც ახლა ხდება და ამდენი ახალგაზრდაა გამოსული, მთელი სტუდენტობაა გამოსულია ქუცაში, თქვენ გოგონიათ, რომ არაფერი ხდება?! ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარეს არ მიაჩნია, რომ ამაზე უნდა ვისმჯელოთ დღეს, აბა, რისთვის ზიხარ მანდ? რისთვის ზიხარ მაგ თანამდებობაზე?, - უთხრა სამადაშვილა სარჯველაძე.

"შენობით ნუ მომმართავ", - შენიშვნა შეიტანა სარჯველაძემ

"შენობითაც მოგმართავ და სხვანაირადაც!" - უასპუხა ოპოზიციის წევრმა. 

 

მსგავსი სიახლეები