სპეცრაზმის თანხლებით ატარებენ კომიტეტის სხდომებს, საპარლამენტო ისტორიას მსგავსი პრეცედენტი არ ახსოვს - ვაშაძე

06.03.23 15:12
სპეცრაზმის თანხლებით ატარებენ კომიტეტის სხდომებს, საპარლამენტო ისტორიას მსგავსი პრეცედენტი არ ახსოვს - ვაშაძე

ოპოზიციას სრული კოორდინაცია აქვს და აპირებს, ყველა განხილვაში მიიღოს მონაწილეობა, რომელიც რუსულ კანონს შეეხება - შესაბამისი განცხადება "სტრატეგია აღმაშენებელის"  ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გააკეთა. 

მისი თქმით, "ქართული ოცნება" სპეცრაზმის თანხლებით ატარებს კომიტეტის სხდომებს.

ხედავთ, რომ სპეცრაზმის თანხლებით ატარებენ კომიტეტის სხდომებს. საქართველოს საპარლამენტო ისტორიას, საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიას, მსგავსი პრეცედენტი არ ახსოვს, ასე ძალადობდეს ხელისუფლება. ჩვენ კატეგორიულად, მაქსიმალურ წინააღმდეგობას გავუწევთ რუსული კანონის მიღებას. ჩვენი ამოცანაა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, მთელმა საქართველომ და მთელმა მსოფლიომ დაინახოს, როგორ ვერაგ მტერთან გვაქვს საქმე, რომელსაც დღეს საქართველოს ხელისუფლება ჰქვია და შევუქმნით პრობლემას აბსოლუტურად ყველგან.

ხომ ხედავთ, რომ სახე არ აქვთ, დამფრთხალები და შეშინებულები არიან. ჩვენ რას ვაპირებთ?! ვიბრძოლებთ ყოველ წუთას, ყოველ წამს, ყველა სიტუაციაში. დღესაც კიდევ თუ იქნება სადმე განხილვა ამ კანონის, ყველგან მივიღებთ მონაწილეობას და ყველგან ვაჩვენებთ ხალხს მათ მხდალ რუსულ სახეს“,- განაცხადა ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები