ერის დაბეჩავება და გაბანძება უნდათ - ხაბეიშვილი "ოცნებაზე"
რუსული კანონის მიღებით "ოცნება" ერის დაბეცავებას ცდილობს, - ამის შესახებ დღეს ლევან ხაბეიშილმა განაცხადა. ენმ-ს წევრი ამბობს, რომ ხელისუფლება რუსული კანონის გატანას ბოლომდე შეეცდება და ამის წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ ერთიანობით არის შესაძლებელი.
მთელი ამ ყველაფრის შინაარსი რა არის? ხალხმა იცხოვროს გაჭირვებაში, სიდუხჭირეში, სამაგიეროდ, თავად ცხოვრობდნენ მდიდრულად. პუტინის კანონს რატომ იღებენ? რომ ერი დააბეჩავონ, გააბანძონ, არ იყო სიტყვის თავისუფლება, არ იყოს დემოკრატია, არ ვიცი, ადამიანს დახმარება რომ დასჭირდეს, უბრალოდ, დაბნელდეს, რომ დახვრიტონ ადამიანი, ვერავინ ვერაფერს გაიგებს. მოსკოვში როგორ ხდება, ხომ? რაც არ უნდა მოხდეს პუტინის რუსეთში, შეუძლიათ გვამებიც დამალონ და ყველაფერიც გააკეთონ. ამასობაში გავიგეთ, რომ ბიუროს სხდომა დღეს ვერ ჩატარდება, რაც ძალიან კარგია, მაგრამ ის, რომ ისინი მაინც ეცდებიან ამ კანონის გატანას, ეს უნდა კარგად გაიაზროს ხალხმა. ესენი ამას გააკეთებენ. ყველაფერზე ხელის მომწერები არიან. ერთადერთი გამოსავალია, ბრძოლა, მობილიზება და მოქმედება, - თქვა ხაბეიშვილმა.