"დღის წესრიგში რუსული კანონი ვერ შეაქვთ" - ქართულმა ოცნებამ ბიუროს სხდომა გადადო
15:00 საათზე დაგეგმილი ბიუროს სხდომა გადაიდო - ინფორმაციას ოპოზიციონერი დეპუტატები ავრცელებენ.
"ბიუროს სხდომას ვერ ატარებენ დღეს და ვერ შეაქვთ დღის წესრიგში რუსული კანონი. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.
ასევე ჩავუშალეთ კომიტეტის სხდომა სარჯველაძეს. არ ისურვა რუსულ კანონზე საუბარი და გაიქცა", - დაწერა "ლელოს" წევრმა, სალომე სამადაშვილმა.
ენმ-ს წევრის ინფორმაციით, ბიუროს სხდომა ხვალ 10:00 საათზე გაიმართება
"ბიურო გადაიდო! ხვალ 10 საათამდე. უნდა ყოფილიყო დღეს 15:00
ვერ ჩაატარეს! ჯერჯერობით პარალიზებულია ადამიანის უფლებების კომიტეტის სხდომაც. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი", - წერს წითლიძე.
პარალელურად იურიდიულ კომიტეტზე რუსული კანონპროექტის განხილვა გრძელდება, პარლამენტის გარეთ მიმდინარეობს აქცია.