არ ვწყვეტთ ძალისხმევას, რომ დავარწმუნოთ მთავრობას, რომ არ მიიღოს ეს კანონპროექტი - კელი დეგნანი

06.03.23 15:50
არ ვწყვეტთ ძალისხმევას, რომ დავარწმუნოთ მთავრობას, რომ არ მიიღოს ეს კანონპროექტი - კელი დეგნანი

ჩვენ არ ვწყვეტთ ძალისხმევას, რომ დავარწმუნოთ და მოვუწოდოთ საქართველოს მთავრობას, რომ არ მიიღოს ეს კანონპროექტი - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალსტებთან განაცხადა. 

მისი თქმით, "აშშ, გაერო, ევროკავშირი, ევროსაბჭო და საქართველოს ბევრი მეგობარი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ამ კანონმდებლობასთან დაკავშირებით, რომელიც გააჩუმებს დამოუკიდებელ მედიას, განსხვავებულ აზრს, ისევე, როგორც ეს გააკეთა მსგავსმა კანონმა რუსეთსა და რუსეთის მსგავს სხვა ქვეყნებში".

მან მოუწოდა პარლამენტს, გადასინჯოს კანონპროექტი.

მისი მიღება არ არის აუცილებელი, რადგანაც ისედაც არსებობს გამჭვირვალობა იმ უცხოურ დახმარებასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში გამოიყენება. ამ კანონს ნამდვილად ექნება გამანადგურებელი გავლენა და გამოიწვევს იმ ორგანიზაციების მუშაობის შეწყვეტას რომლებიც კარგ საქმეს აკეთებენ ქართველების, ამ ქვეყნის დასახმარებლად. ის არ შეესაბამება საქართველოს საუკეთესო ინტერესებს“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

 

მსგავსი სიახლეები