პუტინისტების დამარცხების ერთადერთი გზა სახალხო პროტესტია - ლევან ხაბეიშვილი

06.03.23 15:56
პუტინისტების დამარცხების ერთადერთი გზა სახალხო პროტესტია - ლევან ხაბეიშვილი

პუტინისტების დამარცხების ერთადერთი გზა სახალხო პროტესტია, - ამის შესახებ ენმ-ს თავმჯდომარემ პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე განაცხადა. ლევან ხაბეიშვილის თქმით, მოქმედი ხელისუფლების დამარცხება ზესახელმწიფოებრივი საკითხია და გამარჯვება მხოლოდ ერთიანობით არის შესაძლებელი. 

ერთადერთი გამოსავალი რაშიც არის, რომ ეს რაშიტები, პუტინისტები დავამარცხოთ, არის სახალხო პროტესტი. ეს პატია, ეს პარტია, ეს არ მომწონს, ის არ მომწონს, ეს არ ეხება პარტიებს, ეს არ ეხება ვიწროპარტიულ ინტერესებს, ეს ეხება ჩვენი ვეყნის მომავალს. "ნაციონალური მოძრაობა" ნებისმიერი ასეთ აქციას მიესალმება, რომელიც ჩვენი ქვეყნის მომავალს და ევროპულ მომავალს უზრუნველყოფს. მათ შორის, თავადაც ვიქნებით, ცხადია, ორგანიზატორები. იყო საპარლამენტო პროდასავლური ოპოზიციის შეხვედრა პარლამენტში, ყველა ვთანხმდებით, აქ განსხვავება არ აქვს არავის, ეს არის იმდენად ზესახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხი, ამ პუტინისტებთან ბრძოლა, რომ ამაში ვართ ყველა ერთიანი. ამიტომ ოპოზიცია და მათ შორის, სამოქალაქო სექტორი, ვისაც ეს ყველაზე მეტად ეხება, ყველას, ყველას, არ აის ახლა დრო... პროტეტსი უნდა იყოს ყველგანდ ა ერთადერთი გამოსავალია, რომელიც შედეგს აუცილებლად მოიტანს: მოქმედება და ბრძოლა. პირობას ვიძლევი, ხალხო, ქართველ ხალხთან ერთად ამ პუტინისტებს დავამრაცხებთ, - განაცხადა ხაბეიშვილმა. 

მსგავსი სიახლეები