ხვალ 10:00 საათზეც საჭირო იქნება აქტიურობა - ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების ერთობლივი განცხადება
არა რუსულ კანონს - რამდენიმე წუთის წინ, საგანგებო ბრიფინგი გამართეს ქალმა დეპუტატებმა. ოპოზიცია პროტესტს აანონსებს ქუჩაშიც და პარლამენტშიც.
ოპოზიცია მოქალაქეებს მოუსოდებს, ბიუროს სხდომის დროს, 10:00 საათზე ისევ შეიკრიბონ პარლამენტთან.
ამასთან, ირკვევა, რომ დღეს, 18:00 საათზე გაიმართება კონსულტაციები ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და სხვა პირების მონაწილეობით, სადაც სამოქმედო გეგმაზე იმსჯელებენ.
ხვალ გაიხსნება, რუსული კანონის განხილვა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პროცესი საბოლოოდ არის ჩაშლილი. ხვალ 10:00 საათზე ისევ ეცდებიან, რომ შეკრიბონ ბიურო და დღის წესრიგში შეიტანონ რუსული კანონის განხილვა, ამიტომ, პირველი რაც მინდა მოგიწოდოთ, არის შემდგომი, რომ ხვალაც იქნება საჭირო აქტიურობა, ჩვენ რა თქმა უნდა ვიქნებით აქ, მაგრამ ასევე ვისაც შეუძლია, მნიშვნელოვანია ძალიან რომ ხვალ პარლამენტთან ქართველი ხალხის ხმა გაიგონ იმ ადამიანებმა, რომლებსაც სურთ ჩვენ ქვეყანაში რუსული კანონის მიღება და ჩვენი ევროპული მომავლის წართმევა ქართველი ხალხისთვის", - თქვა სამადაშვილმა.