გურამ, ბოლშევიკების დრო დასრულდა - აქუბარდია მაჭარაშვილს

06.03.23 17:27
 გურამ, ბოლშევიკების დრო დასრულდა - აქუბარდია მაჭარაშვილს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე რუსული კანონის განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს - ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ ხალხის ძალის“ წევრს გურამ მაჭარაშვილს მიმართა და უთხრა, რომ "ბოლშევიკების დრო დასრულდა და ბოლშევიზმით და რაოდენობით არ მართლდება სიმართლე". 

„მე საზოგადოებას ვესაუბრები აქ და ამიტომ ვარ, თორემ თქვენთან ვიცი, რომ არავითარ საუბარს აზრი არ აქვს. გურამ, ბოლშევიკების დრო დასრულდა და ბოლშევიზმით და რაოდენობით არ მართლდება სიმართლე. არ არის ასე! ნუ გინდა წარმოაჩინო, რომ რადგან მეტნი ხართ, ამიტომ გაგივათ ყველაფერი. არ გაგივათ! დამთავრდა!“ - განაცხადა აქუბარდიამ.

მაჭარაშვილმა საპასუხოდ აღნიშნა, რომ მათგან განსხვავებით ოპოზიციას არსად არ მოუსმენენ, „რადგან ისინი ტყუილს ავრცელებენ“.

მსგავსი სიახლეები