ერთ დროს რეფორმატორად წოდებული მიხეილ სააკაშვილი ციხეში იტანჯება - The Washington Post
მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასა და მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გავლენიანი გამოცამა, The Washington Post ვრცელ სტატიას უძღვნის.
"ერთ დროს რეფორმატორად წოდებული მიხეილ სააკაშვილი ციხეში იტანჯება", - წერს გამოცამა.
Washington Post წერს, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება პუტინისკენ არის გადახრილი, რომლებმაც სერიოზულად დაასუსტეს ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოება და დემოკრატია.
სტატიის ავტორის შეფასებით, საქართველო ევროპული ინტეგრაციის მიზანსაც ნელნელა შორდება.
"რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს არ დაუმალავს მისი ზიზღი სააკაშვილის მიმართ, როცა მიუთითა, რომ მიხეილ სააკაშვილი "კვერცხებით უნდა დაკიდოს." როგორც ამერიკის ელჩმა მოსკოვში, მაიკლ მაკფოლმა აღნიშნა ჩვენს ფურცლებზე, წარმატებული დემოკრატია საქართველოში ან უკრაინაში იყო ანათემა ყველაფრისთვის, რასაც პრეზიდენტი პუტინი იცავდა," - წერს Washington Post.