როგორი იქნება სამოქმედო გეგმა - ოპოზიცია გაფართოვებულ შეხვედრას მართავს

06.03.23 18:16
როგორი იქნება სამოქმედო გეგმა - ოპოზიცია გაფართოვებულ შეხვედრას მართავს

როგორი იქნება ხვალინდელი სამოქმედო გეგმა - ამ წუთებში ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიის წარმომადგენლების შეხვედრა იწყება. 

ადგილზე შეხვედრის მონაწილე პირები უკვე გამოჩნდნენ. მთავარი განსახილველი საკითხი რუსული კანონი და ის სამოქმედო გეგმა იქნება, რომელის აღნიშნული კანონის წინააღმდეგ იქნება მიმართული. 

ჩვენ ამ დღეების მანძილზე მთელ საქართველოს და მსოფლიოს ვაჩვენეთ, რომ რუსული გავლენის ძალასთან გვაქვს საქმე. ყველას აზრზს მოვისმენთ და ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ. ისინი ცოტა არიან და სულს ღაფავენ. აუცილებლად გავიმარჯვებთ, უბრალოდ, ეს ნამდვილად არის ნერვების თამაში, - ამბობს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე. 

 ცოტა ხნის წინ შეკრების ადგილზე ენმ-ს ყოფილი თავმდჯომარე ნიკა მელიაც მივიდა. 

ყველა თუნდა საქართველოს პასიხური მოქალაქე როგორც ამომრჩეველი დღეს უნდა გადაიქცეს ძალიან აქტიურ მოქალაქედ. ის ბოლშევიკური კანონპროექტი, რომლის კანონად ქცევა განიზრახა ხელისუფლებამ, რომელიცაბსოლუტურად დაშორებულია სუვერენიტეტისგან, არ შეიძლება რომ მივაღებინოთ, - თქვა მელიამ. 

მსგავსი სიახლეები