OSCE/ODIHR : აგენტების შესახებ კანონპროექტზე სამართლებრივ დასკვნას ვამზადებთ

06.03.23 18:29
OSCE/ODIHR : აგენტების შესახებ კანონპროექტზე სამართლებრივ დასკვნას ვამზადებთ

საქართველოში ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით ეუთო-ოდირი სამართლებრივ დასკვნას ამზადებს. ამის შესახებ ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს.

გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლება ფუნდამენტურია დემოკრატიისთვის. ოდირი ამზადებს სამართლებრივ დასკვნას საქართველოში ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, რათა შეაფასოს მისი შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან. ჩვენ ამ მნიშვნელოვან საქმეში ვითანამშრომლებთ საერთაშორისო პარტნიორებთან.

ეუთოს ქვეყნებს აღებული აქვთ ვალდებულება, რომ კანონები ღია, ინკლუზიური და საჯარო კონსულტაციების მეშვეობით მიიღონ. ასოციაციებთან და მათ წევრებთან საჭიროა მნიშვნელოვანი კონსულტაციები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კანონები პირდაპირ გავლენას ახდენს მათ საქმიანობაზე, – წერს ორგანიზაცია.

მსგავსი სიახლეები